10:14 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 15:05:58, 714 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას „შავი ლაქა“ უწოდა

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას „შავი ლაქა“ უწოდა.

მან ბესელია რუსი ჯაშუშების გათავისუფლებაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, საქმეში კორუფციული ინტერესებიც ყოფილიყო.

 „ქალბატონი ეკა არის ადამიანი, რომელმაც პირადად გამოუშვა რუსი ჯაშუშები. მარლთაც არის ეს ადამიანი „შავი ლაქა“ მათ შორის თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კარგი იქნებოდა გადაეხედა საკუთარი პოლიტიკური წარსულისთვის. ადამიანი, რომელმაც რუსი ჯაშუშები საკუთარი გადაწყვეტილებით და არ გამოვრიცხავ, კორუფციული ინტერესების ფონზე გამოუშვა, ნამდვილად არ ვისაუბრებდი თავაწეული საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. თქვენი ხელისუფლების პირობებში რუს ჯაშუშებს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტებს უფორმებს, პარლამენტი თავისუფლებაზე უშვებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ხმაური მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics