2018-07-16 10:32:59, 641 ნახვა
რეგიონი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ტყიბულში გაემგზავრნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც დღეს დილით, მინდელის შახტაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ტყიბულში ასევე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს
(NS)
ავტორი: ,