00:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 22:36:13, 883 ნახვა

კომენტარი
​გოცირიძე: დღეს „ოცნების“ ლოგო ვარსკვლავების ნაცვლად, არის ზურგზე დაღად დასმული წულუკიანი

„ქალბატონო თეა, თქვენმა 6-წლიანმა მინისტრობამ ცხადყო, რომ თქვენ ხართ შავი საქმეების შემსრულებელი", - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

გოცირიძის თქმით, წულუკიანის რეიტინგი არის ნული და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

 „ეს მთავრობა შეიცვალა ქუჩაში გამოსული ადამიანების პროტესტის შემდეგ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო, საქართველოში დამთავრებულიყო სისტემური უსამართლობა და ძალადობა. უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან ძალოვანი მინისტრები, უნდა წასულიყო გენერალური პროკურორი, პირველ რიგში კი, ქალბატონი თეა წულუკიანი, იმიტომ რომ ის ამ პოსტზე არ უნდოდა არავის. არ გინდოდათ თქვენ - უმრავლესობას, ასევე არასამთავრობო სექტორს.  მისი რეიტინგი იყო ნული საზოგადოებაში სხვადასხვა გამოკითხვით. ქალბატონი თეა წულუკიანი არ უნდა პრემიერ-მინისტრს, თუმცა თქვენ გგონიათ რომ პრემიერმა დანიშნა თეა წულუკიანი?! თუ ასე გგონიათ, თქვენ ყოჩაღ. „ქართული ოცნების“ ლოგო იყო ლურჯ მაისურზე გამოსახული ვარსკვლავი, დღეს კი, ეს ვარსკვლავი გადახაზულია და თქვენი ლოგო არის ზურგზე დაღად დასმული წულუკიანი. ქალბატონო თეა, რატომღაც გუშინ შევარდნაძის პერიოდის თქვენი, თინეიჯერული განცდები ჩემთან დააკავშირეთ. აბა კარგად შემომხედეთ, ქოჩორი მაქვს შევარდნაძესავით - მაღალი თუ თეთრი თმები, ვგავარ შევარდნაძეს?! გეტყვით თქვენ, რა ნიშნით დარჩით ხელისუფლებაში, თქვენმა 6-წლიანმა მინისტრობამ ცხადყო, რომ თქვენ ხართ შავი საქმეების შემსრულებელი. პოლიტიკური თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის ეს საჩუქარია, მაგრამ ეს ძალიან ცუდია ხალხისთვის. იყავით პარტიაში და დაე ატაროს თქვენმა პარტიამ აი ეს დამღა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics