09:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 22:36:08, 810 ნახვა

კომენტარი
ძიძიგური გოცირიძეს: როცა კანტს ადარებ თავს, კვალიფიკაცია და პოლიტიკური კულტურა მეტი უნდა გქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი გააკრიტიკა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, გოცირიძეს კვალიფიკაცია და პოლიტიკური კულტურა არ ყოფნის.

„მინდა გამოვეხმაურო იმ თავდასხმას, რომელსაც რომან გოცირიძის მხრიდან ჰქონდა ადგილი მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ როცა არ გყოფნის კვალიფიკაცია, არგუმენტები, პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ასეთი თავდასხმა განახორციელო. მინიმუმ როცა ემანუელ კანტს ადარებ საკუთარ თავს, ეს კვალიფიკაცია, არგუმენტები და პოლიტიკური კულტურა ცოტა მეტი უნდა გქონდეს. მართალია ხუმრობით შეადარა თავისი თავი, მაგრამ მოარული ფრაზა არსებობს ასეთი, რომ „ყველა ხუმრობაში არის სიმართლის წილი“. ბატონ რომანს ეტყობა თავის თავზე უფრო მეტი წარმოდგენა აქვს, ვიდრე ჩვენ გვაქვს მასზე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთივს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები თანამდებობებს არ შეეფერებიან, რადგან ისინი პოლიტიკური ფიგურები არ არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics