|
2018-07-14 21:42:50, 708 ნახვა
კომენტარი
რატიანი: „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სკოლაში უსაფრთხოების სისტემა მოირღვა - არავინ იცის, ვინ ვის ექვემდებარება
„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ 2012 წლიდან სკოლაში უსაფრთხოების სისტემა მოირღვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. რატიანი პრეზენტაციით წარსდგა, სადაც სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ბოლო წლების სტატისტიკა იყო წარმოდგენილი. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, სკოლებში უსაფრთხოების სტატისტიკა გაუარესებულია. ჩვენ დღეს გვითხრეს, შატალოების სტატისტიკისთვის არ უნდა გვეცალოსო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის შატალოების სტატისტიკა, ეს არის გაკვეთიელბის ჩაშლა, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 500-ჯერ მასწავლებელი აღმოჩნდა უსუსურ მდგომარეობაში და ის დაამცირეს. ეს მოხდა და ამის წინააღმდეგ ვერაფერი გააკეთა ვერც სკოლამ, ვერც სისტემამ. ეს არის 3 000 შემთხვევა, როდესაც ვიღაც დაჩაგრეს. არის მჩაგვრელი და არის ჩაგრული, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს სტატისტიკა მზარდია. 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სკოლაში მოირღვა უსაფრთხოების სისტემა, რომ ადმინისტრაციასა და მანდატურებს შორის, მანდატურებსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაცია არ არის. არავინ არ იცის, ვინ ვის ექვემდებარება. პრობლემაა ის, რომ სკოლის დირექტორს არ ექვემდებარებ მანდატური. ეს ნიშნავს, კიდევ რაღაც რომ მოხდეს, სკოლის დირექტორი კი არ იქნება პასუხისმგებელი, არამედ მესამე და მეოთხე ხარისხოვანი მანდატური ვიღაც, რომელიც შეიძლება გახდეს განტევების ვაცი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)