08:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 19:50:49, 660 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ჩემი პრემიერობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, რომლის თავმჯდომარე ივანიშვილია

"ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების" პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბახტაძის ჯერ საქართველოს რკინიგზაში დანიშვნას, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა შეკითხვას ორიგინალური უწოდა და აღნიშნა, რომ მათზე პასუხები კონკრეტულია.

"დიდი მადლობა, ბატონო რომან, ორიგინალური შეკითხვისთვის. ჯერ რკინიგზით დავიწყოთ - მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ წარმადგინა და დამნიშნა, როგორც ეს იყო პროცედურით გათვალისწინებული. რაც შეეხება ჩემს კომუნიკაციას მაშინდელ მთავრობასთან, არათუ პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ბიძინა ივანიშვილი მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ეს პირველი. რაც შეეხება ჩემს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, ეს გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების" პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე. ასე რომ, მემგონი აქ ახლა ორიგინალური პასუხების გაცემის დიაპაზონი ძალიან ნაკლებია. პასუხები არის კონკრეტული თქვენს ორიგინალურ შეკითხვებზე", - მიმართა პრემიერმა რომან გოცირიძეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics