20:25 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:47:33, 719 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: თუ ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან

„თუ ოდესმე ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს განუცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა,  ამ ეტაპზე ოდესას კორუფციული  ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე ბრძოლა სჭირდება.

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. პრეზიდენტი პოროშენკო და უკრაინის თითქმის ყველა მოქალაქე ხვდება, რომ ძველი გზით სიარული შეუძლებელია. რაც შეეხება ვმოქალაქეობას, საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამართლებრივი დევნა ჩემს წინააღმდეგ. ქართული პასპორტი ნიშნავს გარანტირებულ პატიმრობას საქართველოში. ეს დროებითი ვითარებაა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ოდესა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. თუ ოდესმე, ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან. ეს ნათელია, თუ რეგიონის გეოპოლიტიკას შევხედავთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics