|
2018-07-13 10:52:07, 704 ნახვა
კომენტარი
კალაძე: რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს
თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. „მინდა გამოვეხმაურო ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ანუ ხარისხი ამაღლდეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მგონია, რომ რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს. განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, რაც ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანა უნდა წახალისდეს. „ელექტრომობილებზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, რომელიც მგონია, რომ გარემოსთვის ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ავტომობილები, რომელთა გაყიდვას იმ ქვეყნებში ახდენენ, სადაც ისინი უკვე მოძველებულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული ავტოპარკის განახლება მოხდეს და საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)