00:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 16:14:49, 545 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" მეშვეობით განხორციელებული ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის"  ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან  ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, არჩილ ბუკიას შეხვდა. 

„საქართველოს მელიორაციის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და "საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის" სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.  განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი  წყალმომხმარებელთა ორგანზიაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები. 

შეხვედრას  შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია და   კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics