15:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 10:57:08, 472 ნახვა

რეგიონი
ჟინვალის წყალსაცავსა და ბაზალეთის ტბაზე პრევენციული ღონისძიებები გატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების  შედეგად, ჟინვალის წყალსაცავზე 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე და ერთი ერთეული ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბაზე, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8 ერთეული ე.წ. გოდორი ამოიღეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს მასშტაბით, როგორც უკანონო თევზჭერის,  ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელ ხაზს - 153, რაზედაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახური მყისიერად მოახდენს რეაგირებას”, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics