06:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 18:12:35, 662 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ჭუბერის სტიქიაზე: გაიცემა კომპენსაციები - ინფრასტრუქტურას უმოკლეს დროში აღვადგენთ

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ყველა დაზარალებულს ზარალი სრულად აუნაზღაურდება. მისივე მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს დროში აღდგეს.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩართული იყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, განსაკუთრებით კი ჩვენს მოხალისეებს. ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ მასთან ბრძოლა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების და გზების დაზიანება. წყალმა საცხოვრებელი სახლებიც დატბორა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics