00:17 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 13:58:49, 663 ნახვა

საზოგადოება
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკი“ - „საქართველო როგორც თავშესაფრის საკითხში კომპრომისის მაგალითი“

გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ სამაგალითო თანამშრომლობას ეხებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა  რეადმისია, რომელთაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, სულ რამდენიმე დღეში ხორციელდება ქართველი პოლიციელების მიერ.

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მარიან ვენდტი, გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევა ავსტრიასთან, იტალიასთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან თანამშრომლობის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს, რათა ამ ქვეყნებმაც მიიღონ შესაბამისი ზომები. თუმცა, სიუჟეტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ადვილი არ იქნება და დასტურად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ურბანის ბერლინში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც უნგრეთი გერმანიიდან იმ ლტოლვილებსაც კი არ დაიბრუნებდა, რომლებიც თავდაპირველად უნგრეთში იქნებოდნენ რეგისტრირებულნი. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ერთობლივ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ საკითხთან დაკავშირებით გაღიზიანებული ჩანდა და ძირითად ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის - ჰუმანურობაზე, მიუთითებდა.

აღნიშნული სიუჟეტი გერმანული ტელეკომპანიის ეთერში 5 ივლისს გავიდა და ის კიდევ ერთხელ უსვამს  ხაზს საქართველოს მთავრობის, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უვიზო რეჟიმის პირობებში გატარებულ წარმატებულ ღონისძიებებს.

 

სიუჟეტის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.mdr.de/mediathek/fernsehen/video-210748_zc-7748e51b_zs-1638fa4e.html

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics