16:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 15:44:31, 893 ნახვა

სამართალი
კახიძე - არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად, მნიშვნელოვანი დეტალები გახდა ცნობილი

მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვისას კომისიისთვის მნიშვნელოვანი დეტალები გახდა ცნობილი.

კომისიის წევრებმა ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დაასრულეს, ახლა კი, მეორე არასრულწლოვანს უსმენენ. პროცესს ფსიქოლოგებიც ესწრებიან.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით თუ რომელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ გამოკითხული. ვერც იმას გეტყვით რა ინფორმაცია მოგვაწოდეს. თუმცა გარკვეული ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები კომისიისთვის ცნობილი გახდა. ამაზე საუბრისგან, შემდგომი კონკრეტიზაციისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.

გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics