|
2018-07-10 13:48:39, 884 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ კორპორატიული კლიენტებისთვის ვინსენტ ო’ბრაიენის ტრენინგი გამართა
საქართველოს ბანკმა, კორპორატიული და SME-ს კლიენტებისთვის ვაჭრობის და საქონლის მიწოდების დაფინანსების ჯაჭვის (Trade & Supply Chain Finance) თემატიკაზე სემინარი გამართა. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საბანკო კომისიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვინსენტ ო’ბრაიენი, რომელიც ვაჭრობის დაფინანსების ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა 100-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, მას 20 წელზე მეტი ხანია საქართველოსთან აკავშირებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თანამშრომლობა. ვინსენტ ო’ბრაიენი ახლახანს დაინიშნა საერთაშორისო საბანკო სამართლისა და პრაქტიკის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორად (IIBLP). სემინარის თემას წარმოადგენდა ვაჭრობის და საქონლის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საშუალებები და პროდუქტები, რასაც საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს. ღონისძიების ძირითადი აქცენტები გაკეთდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ შეცნობასა და ათვისებაზე. ასევე, ვაჭრობასთან ასოცირებული რისკების მართვაზე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: გადახდის სხვადასხვა მეთოდები, საკრედიტო დოკუმენტბრუნვა, სავაჭრო მიწოდების პირობები. ასევე, კონკრეტული პროდუქტები: საერთაშორისო გარანტიები, დოკუმენტალური აკრედიტივები, სტენდბაი აკრედიტივები, ფაქტორინგული ოპერაციები, კომპანიებისა და ბანკების ვაჭრობის დაფინანსების ექსპერტების გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის საკითხები, თემატური ქეისები. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სემინარს 40-ზე მეტი კორპორატიული და SME-ს კლიენტი ესწრებოდა. თოთოეულ მონაწილეს შემეცნებითი სემინარის დასრულების შემდეგ გადაეცა სერტიფიკატი. საქართველოს ბანკი წლებია წარმატებით მუშაობს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
(R)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)