2015-06-01 19:02:38, 372 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩამოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტით წლის ბოლომდე ჩამოვა.
ამის შესახებ ხიდაშელმა სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ვარშავის სამიტი იყო.
„ რა თქმა უნდა, იყო საუბარი საწვრთნელ ცენტრზე, მისი ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულია და ბრიუსელში ველოდებით დადასტურებას და საბოლოო პასუხს. შესაძლოა ცენტრის გახსნა სიმბოლურად დავამთხვიოთ ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლის თარიღს,“ -განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან