|
2018-07-10 13:19:20, 902 ნახვა
სამართალი
შსს - დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, CIDA-ს ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად უწყებამ დაადგინა მსხვერპლები, რომლებიც მედიაში დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ. „გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ. გამოძიება გრძელდება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)