09:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 09:56:11, 795 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა თურქ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცერემონიაზე, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკაციისას ნატო-ს სამიტის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. 

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 

პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics