2015-06-01 17:26:45, 511 ნახვა
პოლიტიკა
ხმაურზე ჯარიმა, შესაძლოა, მხოლოდ ღამის საათებში დაწესდეს
პარლამენტში ხმაურთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე ვერსია დარეგისტრირდა.
ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის თანახმადაც ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხმაურის დონე თუ 30 დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი, 500 ლარით.
თუ იგივე ქმედება განმეორებით იქნება ჩადენილი, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, ჯარიმა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაორმაგდება.
ცნობისთვის, კანონპროექტის პირველი ვერსია, ხმაურზე ჯარიმების დაწესებას დღის საათებშიც ითვალისწინებდა. დღის საათად 07:00-დან 23:00 საათამდე განისაზღვრებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან