|
2018-07-07 18:31:30, 9624 ნახვა
High - Tech
„სამსუნგი“ მსოფლიოში პირველი წელვადი და დრეკადი სმარტფონის წარდგენისთვის ემზადება
სამხრეთ-კორეული კორპორაცია Samsung-ი CES-ის ყოველწლიურ გამოფენაზე, რომელიც მომდევნო წლის 8-11 იანვარს გაიმართება, ახალ ჰიბრიდულ სმარტფონს Galaxy X-ს წარადგენს. სმარტფონის გაყიდვები 2019 წლის თებერვალში დაიწყება. აგრეთვე ცნობილია, რომ მოწყობილობას "მცირე" ტირაჟით გამოუშვებენ (300-500ათასი) და მისი დაახლოებითი ღირებულება 1 800 დოლარი იქნება. აგრეთვე სხვადასხვა წყაროს ცნობით, "სამსუნგი" ახალ ფლაგმანს Galaxy S10-ს თებერვლის ბოლოს, MWC-2019-ზე წარადგენს. Samsung Galaxy X პირველი "დრეკადი" სმარტფონი იქნება. კომპანია მასზე 2011 წლიდან მუშაობდა, მაგრამ ტექნოლოგიების არარსებობის გამო, ეკრანისთვის "დრეკადობის" მინიჭება ვერ ხერხდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სმარტფონის ეკრანი ორივე მხარეს მოიდრიკება. მისი ცენტრალური ადგილის წელვადობამ დაახლოებით 12 მილიმეტრი უნდა შეადგინოს. 2018 წლის იანვარში "სამსუნგში" დახურული მცირერიცხვოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც Galaxy X ნაჩვენები იყო, ცხადია შეხვედრიდან სურათები არავის გამოუტანია და სმარტფონის გარეგნობა ბოლომდე უცნობი დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)