23:10 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 15:47:32, 626 ნახვა

საზოგადოება
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით, მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება

ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მხარდაჭერით, 7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება.

 “ბაჩოს თასი 2018“ ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ.

წლევანდელ ტურნირზე მედია-ფესტივალის პარტნიორია ქართული ლუდის და უალკოჰოლო სასმელების კომპანია “ზედაზენი“.

,,ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’ დაარსების დღიდან, საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს და ზოგადად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა, რომ ვართ სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალის მხარდამჭერები და წვლილი შეგვაქვს ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში  - აცხადებს ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი  ხათუნა მიქაცაძე

ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მაგიდის ჩოგბურთის და ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირებით გაგრძელდება.

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი“ წელს მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალი 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტის ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს, რომელმაც ჟურნალისტური კარიერის უკანასკნელი წლები სპორტულ გაზეთ “სარბიელში“ გაატარა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics