04:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 12:41:57, 914 ნახვა

კომენტარი
მინდია გოგოჭურის დედა: არაფერი არ ვიცი - გუშინ თავის საქმეებზე იყო წასული

მინდია გოგოჭურის დედის, მარინა გოგოჭურის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება დაეჭრა მისი შვილი.

როგორც მარინა გოგოჭურმა აღნიშნა, შვილის დაჭრის შესახებ დღეს დილით შეიტყო. მისთის ასევე უცნობია თუ სად მოხდა დაჭრის ფაქტი. 

გოგოჭურის დედის თქმით, მისი შვილი გუშინ პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყო გასული. 

"არაფერი არ ვიცი. ვიცი, რომ მოხვდა საავადმყოფოში. ჯერ არ მინახავს. დღეს დილით დამირეკეს და გამაგებინეს, რომ ფეხში არის დაჭრილი. თავის საქმეები ჰქონდა და იმ საქმეებს აგვარებდა გუშინ", - განაცხადა გოგოჭურმა. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური გუშინ დაჭრეს. მას 4 ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, კიდურებში მიაყენეს. ის საავადმყოფფოშ გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმმით, ამ ეტაპზე გოგოჭურის მდგომარეობა სტაბილურია. მას სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics