20:25 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 16:15:02, 459 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები ეკონომიკური პროცესები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები იყო.

პრემიერმა ექსპორტის დინამიკაში, სოფლის მეურნეობაში, სასტუმროების სექტორში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ორკვირიანი მუშაობის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში შექმნილმა ვითარებამ და საგარეო ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, როგორც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, ასევე ექსპორტსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დარეგულირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics