|
2018-07-05 15:43:00, 2233 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის 2021 წლიდან ელექტრონული ავტორიზაციის გავლა იქნება საჭირო
ევროპარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ელექტრონული ფასიანი ავტორიზაციის დაწესებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპის სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, იგივე ETIAS-ი 2021 წლიდან ამოქმედდება. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის შემოწმება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთის მეტი უსაფრთხოების გარანტი იქნება. ამასთან, მათვე მტკიცებით, ETIAS იქნება ელექტრონული კითხვარი, რომლის შევსება მოქალაქეებს სირთულეს არ შეუქმნის. აღსანიანვია, რომ მსგავსი ელექტრონული ავტორიზაცია უკვე აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ახალი რეგულაციის თანახმად, ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევროს შეადგენს და ის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ამასთან, ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის. რაც შეეხება აპლიკაციის ფორმას, მოქალაქემ პირადი მონაცემების გარდა (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა), უნდა მიუთითოს ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ, ნამყოფია თუ არა ომის ან კონფლიქტის ზონაში და სხვა. აღნიშნული კენჭისყრის შემდეგ, რეგულაცია კენჭი უნდა უყაროს ევროსაბჭომ, რის შემდეგაც 2021 წლიდან ETIAS-ი ძალაში შევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)