|
2018-07-05 13:58:46, 870 ნახვა
კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმე - არასრულწლოვნების გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც ესწრებიან
„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს იმ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს, რომლებიც მკვლელობის თვითმხილველები არიან. ხოშტარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართსაჯულების კოდექსის მიხედვით, მოზარდების დაკითხვა დახურული იქნება. მისივე თქმით, გამოკითხვაში მონაწილეობას ფსიქოლოგები იღებენ. „კომისია დღეს და ხვალ დაკითხავს არასრულწლოვან მოწმეებს. არასრულწლოვანთა კოდექსი გვავალდებულებს, რომ დაკითხვა უნდა იყოს დახურული. ჩვენ ეს ორი დღე დავკითხავთ სამ არასრულწლოვან მოწმეს, სამკაციანი ჯგუფით და გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანთა კოდექსი უზრუნველყოფს ამ პროცესების დახურულობას, ჩვენი კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება არის, რომ ეს გამოკითხვები ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტით, რადგან გამოკითხვა ხდება იმ გარემოში და კომისიის მიერ იქნება დამატებითი სტრესი ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარემოს ამ მიმართულებით სტრესი მინიმალური იყოს ამ ბავშვებისთვის. შესაბამისად გამოკითხვა ჩატარდება სპეციალიზირებული ფსიქოლოგის მიერ, ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ინფორმაციის სანდოობას, მეორეს მხრივ მინიმალურ სტრესს ბავშვებისთვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)