20:25 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 15:56:16, 321 ნახვა

პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა“,-ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე  იმერლიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის  მოქალაქეობის  მიღების კომენტირებისას განუცხადა. 

იმერლიშვილის თქმით, არც ერთ სხვა პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. 

„ცხადია, სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება მოქალაქეობას, ამას თავისი პროცედურები აქვს. დაველოდოთ.  მე ცხადია პრეზიდენტის  მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ  გააკეთა კომენტარი,  რომ ეს იყო საქართველოს შეურაცხყოფა, რომ ყოფილმა  პრეზიდენტმა   პრაქტიკულად  დატოვა საქართველოს მოქალაქეობა,  ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ავტომატური პროცედურაა. მიუხედავად იმისა, რომ აქტია გამოსაცემი, ჩვენი კანონდებლობით,  როდესაც ჩვენი მოქალაქე იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა.  დაველოდოთ პროცედურებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, არც ერთ სხვა პრეზიდენტს  მსგავი რამ არ გაუკეთებია, თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა“,-განაცხადა იმერლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics