|
2018-07-04 19:45:44, 875 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით
„გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატოს წევრობაში ეხმარება. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტსა და თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაზე, სადავ გერმანია ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი. მან ასევე ხაზი გაუსვა სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას. „გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასევე გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)