20:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 17:48:03, 545 ნახვა

საზოგადოება
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს  „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში  გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად  საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული  საწარმო  აშენდება მათ შორის ერთი სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივი „ გვესოს ფერმა“  თხის ყველის წარმოებას გეგმავს.  

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა  სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გვესოს ფერმას“  გადაეცემა  თხის 12 ადგილიანი საწველი  და ყველის დამამზადებელი  რძის საწარმოო აღჭურვილობა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს  შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა. 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics