18:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 17:18:58, 829 ნახვა

კომენტარი
„კვირის ბოლომდე იქნება რადიკალური ნაბიჯები გადადგმული“ - სარალიძის და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძესა და მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრა დასრულდა.

ზაზა სარალიძემ უწყების მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მან მიიღო დაპირება, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

"შევჯერდით იმაზე, რომ კვირის ბოლომდე იქნება რადიკალური ნაბიჯები გადადგმული. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მხრიდან რაიმე ხელის შეშლა არ მოხდეს. პროცესს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ჩემი ადვოკატი და სახალხო დამცველი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას თავად შს მინისტრი გიორგი გახარია არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობა 2 ივლისს დაიწყო. მანამდე სარალიძე კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე სარალიძის მთავარი მოთხოვნა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავება იყო. სარალიძის თქმით, შსს-ში მას განუცხადეს, რომ კალანდიას წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება. აღნიშნულს მოჰყვა სარალიძის მხრიდან პროტესტი, რის შემდეგაც მან უწყების შენობასთან შიმშილობის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics