|
2018-07-03 11:23:51, 1452 ნახვა
მსოფლიო
მედია: უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს
უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Eurointegration.ua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი წერილი უნგრეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკვე გაუგზავნა. მედიის ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს არ დაუჭერს უკრაინისა და საქართველოს ლიდერების ალიანსის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიღებულ არც ერთ რეზოლუციას. როგორც Eurointegration.ua იტყობინება, უნგრეთსა და უკრაინას შორის უთანხმოება განათლების შესახებ კანონის გამო არსებობს. კერძოდ, კანონის მიხედვით 2020 წლიდან საგანმანათლებლო პროცესი ქვეყანაში უკრაინულ ენაზე იქნება დაფუძნებული. გამოცემა წერს, რომ მანამდე ბუდაპეშტსა და კიევს შორის ერთგვარი შეთანხმება შედგა და უნგრეთი უკრაინის მხარდაჭერას აპირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)