|
2018-07-02 21:03:36, 746 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან მცირე და საშუალო მეწარმეების მხრიდან შესაბამისი აქტიურობა იქნება. „ფინანსთა სამინისტროს სისტემა მზადაა, თითოეულ მცირე მეწარმეს გაუწიოს შესაბამისი დახმარება. რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან მარტივი და არაა დაკავშირებული არანაირ ბიუროკრატიასთან. ამასთან ერთად, უმოკლეს ვადებში, ბანკებს, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, თვითონ გაუწიონ აღნიშნული სერვისი თავიანთ კლიენტებს, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მცირე მეწარმეთა დარეგისტრირების პროცესს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ახალ საგადასახადო რეჟიმს რევოლუციური უწოდა და აღნიშნა, რომ ის, სხვა დაანონსებულ რეფორმებთან ერთად, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს. „ეს, შეიძლება ითქვას, რევოლუციური საგადასახადო რეჟიმი ჩვენ მიერ ინიცირებულ სხვა რეფორმებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ ჩვენი პრიორიტეტია მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაიზარდოს ჩვენს ეკონომიკაში და სწორედ ეს რეფორმა, იმ სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც უმოკლეს ვადაში განვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე მეწარმეობის წილი, შესაბამისად, მივიღოთ ინკლუზიური ზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია - შემცირებული სიღარიბე“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)