20:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 17:39:27, 653 ნახვა

საზოგადოება
კუპრავა: მოვუწოდებ ყველა ჩემ მეგობარს, მივიდეს შსს-სთან და ზაზა სარალიძეს გვერდში დაუდგეს

„ყველა ჩემ მეგობარს მოვუწოდებ, რომ მივიდეს ახლა შსს-სთან და ზაზა სარალიძეს გვერდში დაუდგეს“, - ამის შესახებ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ზაზა სარალიძე ამ წუთას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზის და მე ვალდებულად მივიჩნევ ჩემს თავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად, როგორც თქვენ მომცემთ შესაძლებლობას, ავდგე აქედან და მივიდე მასთან და მე, ამავდროულად, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ყველა მეგობარს, ვინც თბილისშია ვთხოვო, რომ მივიდეს ზაზასთან დაუდგნენ მას გვერდით“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics