04:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 16:25:55, 590 ნახვა

კომენტარი
კუპრავა - მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ საგამოძიებო კომისია მისი შვილის საქმეზეც შეიქმნას

„მალხაზ მაჩალიკაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა გადმოგცეთ, იქნებ მისი შვილის საქმეზეც შეიქმნას მსგავსი კომისია“,- ამის შესახებ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„მე სანამ აქ მოვიდოდი თქვენთან კომისიაში, დამიკავშირდა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მან მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, იქნებ იგივე ფორმატში ვიმსჯელოთ და შეიქმნას კომისია, რათა იმ საქმეში, მაჩალიკაშვილის საქმეში, დადგინდეს ის სიმართლე, რა სიმართლეზეც საუბრობს ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი. მთხოვა, რომ საზოგადოებამ გაიგოს, სწორედ ამ ფორმატში, რომ ეს საქმეც არის ისევე შეკერილი, როგორიც არის ზაზა სარალიძის შვილის საქმე და საზოგადოებაში არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics