17:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 16:09:31, 757 ნახვა

კომენტარი
„მინისტრი მატყუარა და აფერისტია - უნდათ საქმე თავიდან შეკერონ“ - ზაზა სარალიძემ შსს-სთან შიმშილობა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო.

მანამდე სარალიძე კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე სარალიძის მთავარი მოთხოვნა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავება იყო.

სარალიძის თქმით, შსს-ში მას განუცხადეს, რომ კალანდიას წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება. აღნიშნულს მოჰყვა სარალიძის მხრიდან პროტესტი, რის შემდეგაც მან უწყების შენობასთან შიმშილობის შესახებ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ის უწყების ეზოში ყოფნასა და შიმშილობას იქამდე გააგრძელებს სანამ კალანდიას არ დააკავებენ.

"აქ ვიჯდები მანამდე, სანამ რადიკალურ ზომას არ მიიღებენ. შევხვდი კრიმინალური პოლიციის დირექტორს, რომელიც ისევე მეუბნება, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და მიხეილ კალანდიას ვერ დაიჭერენ. ეს მტკიცებულებები უკვე არსებობს, მაგრამ ხელს აფარებენ. თუ უნდათ დააფარონ. აქ ვიჯდები სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან, რომ "ნაციონალები" უდგანან გვერდში, მარტო ვიჯდები აქ. არანაირი პირობა ჩემთვის არ მოუციათ, სულ იმას ამბობენ, რომ დრო უნდათ - 7 თვე გავიდა უკვე. 1 თვე მქონდა მე მათთვის მიცეული, რომ სდომნოდათ დაიჭერდნენ უკვე. მინისტრთან შეხვედრას არ ვაპირებ, ისიც იგივეს მეტყვის. მინისტრი არ იყო 4 დეკემბერს, რომ განაცხადა - მოვრჩითო?! მინისტრი არ არის აქ საერთოდ გასაჩერებელი, იმიტომ, რომ მატყუარა, აფერისტია. თავიდან უნდათ რომ საქმე შეკერონ, დროს წელავენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics