01:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 14:49:26, 784 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: მოხარულები ვართ, რომ ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება

„მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში მოხდა საქართველოსა და ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ კონგში (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან  ჰონგ-კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"როგორც საქართველო, ისე ჰონგ-კონგი ღია ეკონომიკის სიკეთით სარგებლობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი საკითხი ერთნაირად გვესმის, რის შედეგადაც ჩვენს შორის შეთანხმება ძლიან მოკლე დროში მოხდა.  ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ კონგში (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ხელმოწერა ჰონგ კონგში,  „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო.  სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად დავასრულოთ ყველა შიდა პროცედურა, რათა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება იქნება საშუალება ჩვენი მეწარმეებისთვის, გამოიყენონ ყველა ის უპირატესობა, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს მათთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics