19:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 16:55:04, 872 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გაწერეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, რის შედეგადაც მისი საავადმყოფოდან გაწერა მოხდა.

ამასთან, კლინიკიდან გაწერამდე, მომღერალი სამართალდამცველებმა დაკითხეს. მისი დაკითხვა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოლიციამ მასთან გასაუბრება ვერ მოახერხა. 

ცნობისთვის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.  თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics