|
2018-06-30 13:41:32, 1468 ნახვა
მსოფლიო
„ვნახოთ“ - დონალდ ტრამპმა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების შესაძლებლობა არ გამორიცხა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობა არ გამორიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საკითხი შესაძლოა მას შემდეგ განიხილონ, რაც თეთრი სახლის და კრემლის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან. "ვნახოთ", - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აღიარებს თუ არა აშშ ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და დასძინა, რომ ამაში ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრალია. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი ინტერვიუ პრეზიდენტთან ჟურნალისტებმა მისი თვითმფრინავის ბორტზე ჩაწერეს. "ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე. ვილაპარაკებთ უკრაინის და სირიის საკითხზე, ასევე არჩევნებზე და მათში შესაძლო ჩარევაზე", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)