19:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 12:10:06, 720 ნახვა

საზოგადოება
Gallup-ის კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა

Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა.

კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ ამერიკულმა ინსტიტუტმა 142 ქვეყანაში ჩაატარა და მისი მიზანი მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო.

რეიტინგში საქართველოს 87 ქულა აქვს მინიჭებული.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში ასევე ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია და დანია მოხვდნენ.

საფრთხის შემცველი ქვეყნების სათავეში 44 ქულით ვენესუელაა. საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონეც მოხვდნენ.

ცნობისთვის, მართლწესრიგის ინდექსის განსაზღვრისთვის სულ 148 000 ადამიანი გამოიკითხა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics