18:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 11:52:05, 323 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ორმაგი მოქალაქეობის პრივილეგიას არ იმსახურებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით,  ფორმალურად სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება მიიღოს, მაგრამ ის ამ პრივილეგიას არ იმსახურებს.
როგორც ფოფხაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა,  იმ შემთვევაში, თუ სააკშვილს ორმაგი მოქალაქეობა ექნება, მისი ექსტრადირების საკითხი შესაძლოა, კვლავ დაისვას.
"სააკაშვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თუკი ორმაგი მოქალაქეობა ექნება, ექსტრადირების საკითხი შესაძლოა, ისევ დაისვას. ფორმალურად, ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება მან მიიღოს  თუკი იმ პროცედურებს გაივლის, რაც ამასთან დკაავშირებით გასავლელია, მაგრამ მაშინ, როცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, ელემენტარულად ის ქვეყანაში უნდა ჩამოვიდეს და რაღაც კითხვებზე პასუხი გასცეს. ორმაგი მოქალაქეობა რაღაც დონეზე პრივილეგიას წარმოადგენს, რასაც, ჩემი აზრით, სააკაშვილი ამ ეტაპზე არ იმსახურებს",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics