|
2018-06-29 15:38:05, 500 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგრანტო პროექტებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მაღალ შეფასებას აძლევს. კერძოდ, დოკუმენტში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებს, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითებს შორისაა დასახელებული. „ორი წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ორი საგრანტო პროექტი განახორციელა. 2017 წლის პროექტის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. გრანტის ღირებულებამ 54000 ლარი შეადგინა. საგრანტო კონკურსი გულისხმობდა, ერთი მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის მეორე დონის პრევენციის პროგრამებში ჩართული ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ იდენტიფიცირებული ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისათვის, რომელთა ჩართვაც სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სერვისებში არ ან ვერ მოხერხდა, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სოციალური, კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის პროგრამების სისტემატურ შეთავაზებას, მეორე მხრივ კი, კვლევის ჩატარებასა და არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში მიუსაფარი ბავშვების ახალი ლოკაციების იდენტიფიცირებას, რაც დაეხმარა სახელმწიფოს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებაში. 2018 წლის პირველ ნახევარში იუსტიციის სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა განახორციელა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვნების ქუჩაში ცხოვრებასთან ან/და მუშაობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე; ასევე, მიუსაფარი ბავშვების დაცვის მიზნით არსებულ სახელწიფო მექანიზმებსა და სერვისებზე. საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაიცა 25000-ლარიანი გრანტი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)