|
2018-06-29 15:19:56, 822 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 მარშრუტს აამოქმედებს
თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით 06:00 საათიდან 20:00 საათამდე 5 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. მერიის ცნობით, ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან. აღნიშნული მარშრუტებია: მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - N175 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს, იგივე მარშრუტს გაივლის უკუმიმართულებითაც. მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N39, N173 და N177 საჯარო სკოლები. ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის N39 და N173 საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით N177 საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება. მეტროსადგური „ვარკეთილი“ – N117 საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება. მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელი - N103 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით, კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს. მეტროსადგური „დიდუბე“ – N147 საჯარო სკოლა. ავტობუსი წერეთლის გამზირიდან რობაქიძის გამზირზე გადავა და პაიჭაძის ქუჩაზე ჩაუხვევს. ავტობუსი უკუმიმართულებით იგივე მარშრუტს გაივლის.
(NS)
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)