08:20 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 15:14:35, 1124 ნახვა

პოლიტიკა
სირიის ოპოზიცია საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გმობს

სირიის ოპოზიური ძალაები საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ და ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გმობენ, - ამის შესახებ სირიის უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის პრეზიდენტმა ნასრლ არ ჰარირიმ განაცხადა.

როგორც ჰარინიმ აღნიშნა, ის საუდის არაბეთში საქართველოს ელჩს შეხვდა და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის გენერალური სამდივნოს ფარგლებში გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და წითელ ხაზებზე, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. ეს პრინციპებია ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. მსურს ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - ახაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას", - განაცხადა ნასრლ არ ჰარირიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics