2018-06-29 14:09:01, 478 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის ოფისისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო
სახალხო დამცველის ოფისისთვის 500 ათასი ლარი გამოიყო.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი ფართის შერჩევამდე ომბუდსმენის აპარატი ოფისს იქირავებს.
„სახალხო დამცველის აპარატისათვის გამოიყო დაახლოებით 500 ათასი ლარი სარეზერვო ფონდიდან, რომლის მიზანია სახალხო დამცველის აპარატისათვის მოხდეს ოფისის დაქირავება მანამ, სანამ არ მოხდება კონკრეტული ფართით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა. მიზეზი შენობის დაზიანებაა.
ავტორი: ,