2018-06-29 11:17:09, 605 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნოზაძე პალატაში გადაიყვანეს - მას სამართალდამცველები დღეს გამოკითხავენ
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთ სოლისტს, ირაკლი ნოზაძეს დაზარალებულის სტატუსით დღეს გამოკითხავენ.
ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის პალატაშია გადაყვანილი.
ღუდუშაურის კლინიკაში გამომძიებლები გუშინაც იმყოფებოდნენ, თუმცა ნოზაძის გამოკითხვა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს ორი დღის წინ, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. აღსანიშნავია, რომ ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.
ავტორი: ,