2018-06-28 17:36:46, 770 ნახვა
საზოგადოება
2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 1 მარტამდე შეუნარჩუნდებათ
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C", „CE", „D", „DE", „C1", „C1E", „D1" და „D1E" კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდებათ.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი იქნება.
"მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ,