2015-06-01 09:40:13, 323 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დგას და დარჩება, სანამ პასუხს არ აგებს
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დგას და დარჩება, მანამ სანამ ის პასუხს არ აგებს ჩადენილ ქმედებებზე“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოდან მოიხსნება.
„მე სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოსკენ დღის წესრიგიდან მოიხსნება. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. პირიქით, ეს საკითხი დღის წესრიგში არის და დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან