|
2018-06-27 15:44:04, 678 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - სტუდენტების დაფინანსების არსებული სისტემა დაიხვეწება
ჩვენ ვაპირებთ, დავხვეწოთ დაფინანსების არსებული სისტემა, რომელსაც სტუდენტებს ვთავაზობთ და შემოვიტანთ კომპონენტებს, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს სტუდენტს, აირჩიოს პროფესია, უნივერსიტეტი ან სასწავლებელი, სადაც სწავლის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, თავისუფალი არჩევანი და კონკურენცია განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. "ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად ადმინისტრაციული ბერკეტებით ჩაკეტილი, ვინაიდან სწორედ თავისუფალმა არჩევანმა უნდა გააპირობოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო მაღალკვალიფიციური სწავლების მეთოდები ჩვენს სასწავლებლებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის ინფორმაციით, ასევე შესაბამის უწყებებს მიცემული აქვთ დავალება, რომ გაკეთდეს ღია პლატფორმა ინტერნეტში, სადაც ახალგაზრდული ეკონომიკის განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი ვაკანსიები განთავსდება. "როდესაც ვსაუბრობთ განათლებისა და ეკონომიკის მჭიდრო კავშირზე, უნდა გვქონდეს შესაბამისი განცდა, რომ როდესაც ახალგაზრდა განათლებას იღებს, მას სწავლის პროცესშიც აქვს საშუალება, მოახდინოს ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი განათების მომავალი რეფორმის სისტემის წარმატება თუ წარუმატებლობა. ჩვენ ვიქნებით წარმატებულეები იმ შემთხვევაში, თუ როგორც სწავლის პერიოდში, ისე - შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ღირსეულ სამუშაო ადგილზე. ეს უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შევაფასოთ რეფორმის წარმატება. აქვე უნდა გვესმოდეს, რა დამატებით სარგებელს და შესაძლებლობებს გვაძლევს 21-ე საკუნე. ინდუსტრიული განვითარების თვალსაზრისით, მცირე შიდა ბაზარი ეკონომიკის მასშტაბური განვითარებისთვის ბარიერია. მეორეს მხრივ 21-ე საუკუნე გვთავაზობს გლობალური ეკონომიკის უპირატესობას, ანუ ვაჭრობის, ნიჭის რეალიზებას ბარიერების გარეშე. აქ არის ჩვენი წარმატების მთავარი სეგმენტი. აქ უნდა შევძლოთ მსოფლიო ეკონომიკაში ისე ინტეგრირება, რომ ქართული ნიჭის რეალიაცია მოვახდინოთ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროფესიების მეშვეობით. ჩვენ გვჭირდება ყველა პროფესია, მაგრამ განსაკუთრებით - ტექნიკური მიმართულებები, ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა და განსაკუთრებით ტექნიკური და მათემატიკური მიმართულებების. ყველა ჩვენგანი განსაკუთრებული ინდივიდია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საგნებში ნიჭი და საბოლოო ჯამში თითოეულმა ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს, რომელ სფეროში შეძლებს თავისი ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციას. მეორეს მხრივ, სახელმწფომ ხელი უდნდა შეუწყოს ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელშიც, დარწმუნებული ვართ, 21-ე საუკუნეში იქნება მუდმივად მაღალი მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ნიჭი ასეთი პროფესიების დაუფლებისა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)