15:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 12:52:21, 712 ნახვა

კომენტარი
გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე: რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან  დაიწყო და გრძელდება.  მე იმის შემდეგ გავაკეთებ  კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც  კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე, არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა. გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც  27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, ახალ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics