2018-06-26 17:07:48, 813 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, აშშ-ში მოღვაწე ეკონომისტმა დაიკავოს
მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ეკონომისტი დავით ამაღლობელი დაიკავებს.
აღნიშნულ ინფორმაციას "მაესტრო" ავრცელებს.
ამაღლობელი 2007-2009 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მანამდე, 1998 წელს ის საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად მუშაობდა. 2001 წელს კარიერა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში გააგრძელა. 2004 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში იყო და იმავე წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ავტორი: ,