2015-05-31 14:32:40, 404 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი სააკაშვილზე: მისი ერთგულება სამშობლოს მიმართ, გუშინ გახდა ცნობილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას, მოღალატეობრივ აქტს უწოდებს.
„მისი ერთგულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, სააკაშვილის გუშინდელი ქმედებით გახდა ნათელი. თუ კი ვინმეს რამეში თეორიულად კიდევ ეჭვი ეპარებოდა ... მემგონი ყველამ ძალიან კარგად დაინახა, როგორი ერთგულია საკუთარი სამშობლოს მიმართ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც არაფრად არ უღირს ის, რაც ყველაზე ძვირფასია ყველა ჩვენგანისთვის – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და ჩვენი ქვეყნის სამსახური“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, მიხელ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან