2018-06-26 12:10:02, 1076 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დევნილთა სამინისტრო უქმდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება.
კერძოდ, მისი თქმით, დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში; მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
ავტორი: ,